loader

"ამბობენ, შოთიკომ თამაში მოუგო და მან გამიზნულად მოკლაო..." - ახალი დეტალები ნიდერლანდებში მომხდარ მკვლელობაზე: რა გახდა ქართველებს შორის დაპირისპირების მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამბობენ, შოთიკომ თამაში მოუგო და მან გამიზნულად მოკლაო..." - ახალი დეტალები ნიდერლანდებში მომხდარ მკვლელობაზე: რა გახდა ქართველებს შორის დაპირისპირების მიზეზი?

ნიდერლანდების პოლიცია ამ დრომდე ეძებს 28 წლის თორნიკე მანველიძეს, რომელმაც ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 32 წლის ქართველს, შოთიკო საკანდელიას. შემთხვევა 19 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მას დამნაშავემ პირდაპირ საძილე არტერია დაუზიანა.

რა გახდა ამ შემზარავი მკვლელობის მიზეზი, ამას, ალბათ, სამართალდამცველები დაადგენენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მანველიძეს შენგელიასთან უთანხმოება უკვე საქართველოში ჰქონდა და მოკლულის ახლობლები თვლიან, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო.

კიდევ ერთი ვერსიით, სასტუმროში მოხდა ქართველებს შორის კონფლიქტი, სასტუმროში დაბრუნებულმა მანველიძემ მოულოდნელად მიაყენა ჭრილობა შოთიკო საკანდელიას.

ჩვენი ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა იმ დღის ჩასული იყო ნიდერლანდებში და მას პოკერის ტურნირში უნდა მიეღო მონაწილეობა. წაიკითხეთ ვრცლად