"ერთ-ერთ კანდიდატს აქვს მონაყოლი ეს ისტორია და ამასთან დაკავშირებით მე მომაწოდეს ინფორმაცია... ეს არის უკიდურესად უღირსი საქციელი!" - რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილზე?
"სებ-ის საბჭოს კანდიდატები გუშინ დაიბარეს პრეზიდენტთან და მათ თხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ერთ-ერთ კანდიდატს აქვს მონაყოლი ეს ისტორია და ამასთან დაკავშირებით მე მომაწოდეს ინფორმაცია... ეს არის უკიდურესად უღირსი საქციელი!" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.
ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ.