ვრცელდება ავარიის უმძიმესი კადრები დიღმიდან - "დარტყმის ადგილიდან 100 მეტრშია გადაგდებული, საშინელი სანახავი იყო"
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა - შუახნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.