loader

"მთელი ჩემი ცხოვრება სულ კრედიტებსა და ვალებში ვიყავი.... ყოველდღიურად 100 ან 150 მესიჯი მოგვდის ტექსტით" - მამულიჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი ჩემი ცხოვრება სულ კრედიტებსა და ვალებში ვიყავი.... ყოველდღიურად 100 ან 150 მესიჯი მოგვდის ტექსტით" - მამულიჩა

პროდიუსერი კახა მამულაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ფულთან მიმართებით.

ვალები, ამ სიტყვაზე როგორი ასოციაციები მოდის?

მამულიჩა:

„ვაახ (იცინის), მთელი ჩემი ცხოვრება სულ კრედიტებსა და ვალებში ვიყავი. ბოლო სამი წელია, რაც მდგომარეობა დავასტაბილურე. მეზიზღება, ბანკის ან ვინმეს ვალი რომ მაქვს. თუ მაინც საჭიროა, ვცდილობ ხოლმე, რომ ბანკი დავიხმარო, არ მინდა, ვინმე შევაწუხო და ვალდებულებაში ვიყო. არ მაქვს იმის პრობლემა, მყავს მეგობრები, რომლებსაც აქვთ საშუალება, გვერდში დამიდგნენ, მაგრამ მირჩევნია ვიმუშაო და პროცენტების სახით, მეტი ბანკში გადავიხადო…“

მამულიჩა ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ უამრავი ადამიანი სთხოვს ფულს:

„ყოველდღიურად 100 ან 150 მესიჯი მოგვდის ტექსტით – 30 ლარით დამეხმარეო, თქვენთვის ეს არაფერიაო…“