loader

"მინდა ვუთხრა ივანიშვილს..." - რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა ვუთხრა ივანიშვილს..." - რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას?

ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს - ახლა სწორედ დროა, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე... მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა. ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესზე ისაუბრა, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასა და უკრაინასთან ურთიერთობაზე..

„რა თქმა უნდა, ხალხი უნდა იყოს პროტესტში მუდმივად სხვადასხვა ადგილას, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ჩვენ ქუჩაში. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს ქუჩები და ეს კერძო დაწესებულებები, ეს ყველაფერი ერთ ადამიანს ეკუთვნის და მის პატრონებს რუსეთში? ის ეკუთვნის ქართველ ხალხს.