loader

"ნუ ეჭიდავები ბიჭო" - დაპირისპირების კადრები, პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ ეჭიდავები ბიჭო" - დაპირისპირების კადრები, პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან, ფოიეში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. ერთამენთში ოპოზიცია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩხუბობენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი კობახიძესთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდნენ და უთხრეს, რომ რუსეთის ჯაშუშია, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.

მანდატურებმა სცადეს, სიტუაცია განემუხტათ, თუმცა დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ოპოზიცია სკანდირებს - „რუსებო“. ფოიეში ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებიან „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები. ისინი ფოიეში სხდომათა დარბაზიდან ინციდენტის დაწყებიდან მალევე გავიდნენ.

პარალელურად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.