"ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს!" - რას ამბობს კახა კალაძე სუს-ის განცხადებაზე
არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენოს, საქართველო არ იყიდება, ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს - ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის პასუხს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე საუბრისას განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ არის მისაღები, ვინაიდან, საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დათმობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოსახლეობის ხარჯზე.