loader

ანა წითლიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ფარცხალაძის დასანქცირებაზე - მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“ ბიჭებო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანა წითლიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ფარცხალაძის დასანქცირებაზე - მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“ ბიჭებო?

გკითხოთ მინდა: ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“ ბიჭებო? ერთხელ ხომ „შეგეწერათ“, როდესაც მოსამართლეები დაგისანქცირეს, მეორედ „შეგეწერათ „ის ცნობილი გინება, ბატონი მდინარაძე რომ იმუქრებოდა აქ და პირდაპირ გითხრათ აშშ-მა, რომ თქვენ მიერ ნაქები ყოფილი გენერალური პროკურორი არის რუსეთის აგენტი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ახლა იძულებულია დაიცვას ოთარ ფარცხალაძე, რადგან არავინ არ იცის, რა კომპრომატები შეიძლება ჰქონდეს მას მმართველი ძალის წინააღმდეგ.