"ხაბეს რას ვერჩი ჩემი მეგობარია....ხაბე არ მოგწონთ და ვაშაძე დაისვით თავზე, ადგილიც წაურთმევია" - ირაკლი ზარქუა
მინდა შევეხო ფარცხალაძის თემას - სადარის „ჭიჭე“ ვაშაძე? შენ რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყავი, ეს ადამიანი თქვენი ხელისუფლების დროს თანამდებობაზე იყო და მაშინ არ იყო ხომ, ქურდი, ავაზაკი და მაფიოზი?ახლა გახდა ხომ? აი, ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი და ამიტომაც არის, რომ ქართველ ხალხს მერამდენედ არ სჯერა თქვენი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ასევე მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“.