loader

ცნობილია იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა - "მოკლულ ქალს ბინა ჰქონდა ნაქირავები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა - "მოკლულ ქალს ბინა ჰქონდა ნაქირავები"

მოქმედი პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი ვერიკო ქუმსიაშვილი და სიდედრი მოკლა, გურამ ქადეიშვილია. მკვლელობას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილები.

მამაკაცმა მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა - ის ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გარდაცვლილთა მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი დოლიძის 27 ნომერში საცხოვრებლად ახალი გადასული იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ბინაში, სიდედრის, ყოფილი მეუღლისა და შვილების გარდა კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა.

ვიდეო: "ფორმულა"