loader

"სამი თვის წინ, ბრძოლაში დაიჭრა, მაგრამ გადარჩა და ისევ ბრძოლებში ჩაერთო" - ცნობილია უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამი თვის წინ, ბრძოლაში დაიჭრა, მაგრამ გადარჩა და ისევ ბრძოლებში ჩაერთო" - ცნობილია უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დაღუპული მებრძოლი, ზაქრო შუბითიძეა. ის "ქართული ლეგიონის" წევრი იყო.

ის პოზიციები, სადაც ზაქრო შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა და სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით ზაქრო შუბითიძე სამი თვის წინ, ბრძოლაში დაიჭრა, მაგრამ გადარჩა და ისევ ბრძოლებში ჩაერთო.

ზაქრო შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია, გრძელდება.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 48 ქართველი ემსხვერპლა.