loader

"ასეთი რაღაც ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს...მიწასთან არის გასწორებული" - რას ამბობენ ყვარელში სტიქიის შედეგად დაზარალებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი რაღაც ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს...მიწასთან არის გასწორებული" - რას ამბობენ ყვარელში სტიქიის შედეგად დაზარალებულები

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ღამით მოსულმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.

ადგილობრივების თქმით, დაახლოებით ნახევარსაათიანმა სეტყვამ გაანადგურა როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ნარგავები, მათ შორის ვენახების ნაწილი.

ძლიერმა სეტყვამ საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილებიც დააზიანა.

ადგილობრივები ზარალს ითვლიან და დახმარებას ითხოვენ.

„სათქმელი არაფერია. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ გავნადგურდით. სეტყვის კვალი ამ დრომდეა. ხეებს ქერქიც კი გააცალა. დასაკრეფად გამზადებული ყურძენი ისე გაანადგურა, არაფერი აღარ დარჩა. რა უნდა ვქნათ, არ ვიცი“, - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

უამინდობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

ზარალის დათვლა დაწყებულია. სტიქიის ზონაში ელოდებიან კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს.

ავტორი: ნათია წითელაური