“მოვითხოვთ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს ფარცხალაძის, ღარიბაშვილისა და კალაძის მიმართ“- გიორგი ბოტკოველი
მოვითხოვთ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილსა და კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით და ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.