loader

რა ჩანს კადრებში, სადაც რუსი სამხედროების წვრთნებია გადაღებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ჩანს კადრებში, სადაც რუსი სამხედროების წვრთნებია გადაღებული

დღეს, 16 სექ­ტემ­ბერს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, სა­დაც ცენ­ტრა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოლ­ქის მო­ი­ე­რი­შე და­ნა­ყო­ფე­ბი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას "სპე­ცო­პე­რა­ცი­ას“ ზურ­გის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ პო­ლი­გონ­ზე გა­დი­ან.

ერთი შე­ხედ­ვით, ვი­დე­ო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. ისევ ძვე­ლე­ბუ­რად დარ­ბი­ან ქვე­ი­თე­ბი, ის­ვრი­ან ბევ­რს, ვი­დე­ოს­თვის გა­მო­წყო­ბი­ლი არი­ან ახალ, სუფ­თა სამ­ხედ­რო ტან­საც­მელ­ში, და­აფ­რე­ნენ დრო­ნებს და ჰყვე­ბი­ან, რომ წვრთნამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა და მზად არი­ან მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ.

თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ერ­თმა მო­მენ­ტმა, რო­დე­საც რუსი ჯა­რის­კა­ცი BMP-1У-თან დგას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის საბ­რძო­ლო მო­დუ­ლი "შკვა­ლით“ არის აღ­ჭურ­ვი­ლი. ეს BMP-ები რუ­სეთ­მა 2008 წელს გო­რის ბა­ზი­დან წა­იყ­ვა­ნა. განაგრძეთ კითხვა