loader

უმძიმესი ავარია საგარეჯოში- ავტომობილი, რომელსაც სკოლის მოსწავლე მართავდა, ქალს დაეჯახა- ქალი ადგილზე გარდაიცვალა, 6 მოსწავლე კი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ავარია საგარეჯოში- ავტომობილი, რომელსაც სკოლის მოსწავლე მართავდა, ქალს დაეჯახა- ქალი ადგილზე გარდაიცვალა, 6 მოსწავლე კი დაშავდა

ავარია სკოლასთან: ავტომობილი, რომელსაც სკოლის მოსწავლე მართავდა, ქალს დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა - დაშავდა რამდენიმე მოსწავლე

ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი MITSUBISHI AIRTREK - ის მარკის მანქანის მძღოლმა, რომელიც 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა “მიცუბიშის“ მარკის ავტომობილში მყოფი 1-ელი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე, ისინი საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.