"წარმოგიდგენთ ერთ სიახლეს" - ფინანსთა მინისტრის თქმით, წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზრდება
მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და ის 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა.
გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება როგორც ხელფასების ზრდას, ასევე უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებას და მიმართული იქნება ჯანდაცვისკენ, განათლებისკენ, ეკონომიკისა და სხვა სფეროებისკენ.