"გადაწყვეტილება მივიღეთ" - ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შოვში და გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემათ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სახელმწიფო 20 000 ლარით დაეხმარება.
აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, სახელმწიფო ასევე დაეხმარება გურიაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან დანგრეული სახლის მფლობელებს.