loader

"არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს თუ როგორი სკოლები ჩავიბარეთ და რა მდგომარეობაში იყო საკლასო ოთახები.... მე უფრო დღევანდელობა მაწუხებს" - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს თუ როგორი სკოლები ჩავიბარეთ და რა მდგომარეობაში იყო საკლასო ოთახები.... მე უფრო დღევანდელობა მაწუხებს" - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

"მინდა მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება! არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს თუ როგორი სკოლები ჩავიბარეთ და რა მდგომარეობაში იყო საკლასო ოთახები. მე უფრო დღევანდელობა მაწუხებს, რომ მოსწავლეების სასკოლოდ მომზადება ოჯახებს ძალიან მძიმე ტვირთად აწევს" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც მის პირად "ფეისბუქ"-გვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, მომავალი თაობა იმსახურებს ხელმისაწვდომ განათლებას და უსაფრთხო სკოლას.

"ჩვენი მომავალი თაობა იმსახურებს ხელმისაწვდომ განათლებას, უსაფრთხო სკოლას. მოდის ძალიან ლამაზი და საღი აზროვნების მქონე თაობა, რომელსაც ვერანაირი ოლიგარქი ვერ წაართმევს მომავალს. განათლების რეფორმით ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა აქ, საქართველოში მიიღონ ევროპული განათლება.

მე მჯერა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა სულ მალე იტყვის გადამწყვეტ სიტყვას საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე!" - წერს სააკაშვილი