"თქვენ რა იგულისხმეთ აბა "ერთ ადგილზე"?..." - კახა კალაძე ჟურნალისტს მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე
"თქვენ რა იგულისხმეთ აბა "ერთ ადგილზე"?..." - კახა კალაძემ ჟურნალისტს, მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
"თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატოს წევრი, - ასე მიმართა გუშინ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნატოს.
მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატოს წევრობა იქნება.
„ერთადერთი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს - ეს არის ნატოს წევრობა. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ, ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატოს წევრი!“ - განაცხადა კალაძემ.