"ჩემი გჯერა?!" - კაცი, რომლის ვიდეოც 2000-იან წლებში ვირუსულად გავრცელდა, გარდაიცვალა
88 წლის ასაკში გარდაიცვალა ველოდი მირცხულავა, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ვიდეოთი გახდა ცნობილი. ინფორმაციას მისი შვილი ავრცელებს.
1990-91 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ველოდი მირცხულავა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. ის დევნილი იყო აფხაზეთიდან.