loader

მექსიკის კონგრესში “უცხოპლანეტელების“ მუმიფიცირებული სხეულები წარადგინეს - როგორ გამოიყურება წაგრძელებული თავის ქალის და სამი თითის მქონე სხეულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მექსიკის კონგრესში “უცხოპლანეტელების“ მუმიფიცირებული სხეულები წარადგინეს - როგორ გამოიყურება წაგრძელებული თავის ქალის და სამი თითის მქონე სხეულები

"არამიწიერი არსებების" სხეულები აჩვენეს მექსიკის კონგრესში. "უცხოპლანეტელები" დაახლოებით ათასი წლისაა და მათი დნმ-ის მესამედი უცნობი წარმოშობისაა.

ინკების უძველეს დედაქალაქში, პერუს ქალაქ კუსკოში, აღმოაჩინეს ორი მუმიფიცირებული გვამი წაგრძელებული თავის ქალებით, კბილების გარეშე და სამთითიანი ხელებით. "უცხოპლანეტელთა" ცხედრები, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს დიატომის მაღაროში და მექსიკის კონგრესის მოსმენებზე წარადგინეს. პრეზენტაცია მექსიკელმა ჟურნალისტმა და უფოლოგმა ჯეიმე მაუსანმა გამართა. მან განაცხადა, რომ სხეულები "ჩვენი ევოლუციის ნაწილი არ არის".

მისი თქმით, "უცხოპლანეტელთა" დნმ ასევე შეისწავლეს მექსიკის ავტონომიურ ეროვნულ უნივერსიტეტში რადიოკარბონული დათარიღების გამოყენებით, რამაც დაადასტურა, რომ გვამები დაახლოებით 1000 წლისაა. მაუსანი ასევე აცხადებს, რომ მათი დნმ-ის შემადგენლობის 30% უცნობი წარმოშობისაა. ამავდროულად, კონგრესმა აჩვენა სხეულების რენტგენის ფოტოები: ერთში აღმოაჩინეს რამდენიმე „კვერცხი“, ხოლო მეორეში - იშვიათი ლითონებისგან დამზადებული იმპლანტები, როგორებიცაა კადმიუმი და ოსმიუმი.

აღსანიშნავია, რომ მაუსონმა მსგავსი პრეზენტაცია 2017 წელს გამართა. მაშინ ის აცხადებდა, რომ პერუში მუმიები აღმოაჩინა, მაგრამ მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ შესწავლის შემდეგ ისინი ბავშვების ნაშთებად აღიარეს.