"შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს - ავარიულია" - რა წერია ილიაუნის ადმინისტრაციის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში?
"შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს - ავარიულია" - ნათქვამია ილიაუნის ადმინისტრაციის მიერ, სტუდენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.
უნივერსიტეტის შეტყობინებაში ვკითხულობთ, რომ უსაფრთხოების მიზნით ამ კორპუსში (კორპუსი (C)) დაგეგმილი ყველა სასწავლო და კვლევითი პროცესი უკვე გადანაწილდა უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში:
"ძვირფასო სტუდენტებო,ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, უკვე იცის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს (C) აღმოაჩნდა გარკვეული პრობლემები. კერძოდ, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს - ავარიულია. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით ამ კორპუსში დაგეგმილი ყველა სასწავლო და კვლევითი პროცესი უკვე გადანაწილდა უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში. სწავლას ვიწყებთ 25 სექტემბერს, აუდიტორიებში, შეფერხებების გარეშე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!" - ნათქვამია ილიაუნის ადმინისტრაციის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.