"პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტის ხარჯებს საყვარლებისთვის... ახლა იკვეთება, რომ კიდევ ფრენებზე არის დახარჯული" - კახა კალაძე
"ჩვენ არაერთხელ გვსმენია და ვიცოდით ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტიდან იხარჯებოდა ხარჯები მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტის ხარჯებს საყვარლებისთვის. ახლა იკვეთება, რომ კიდევ ფრენებზე არის დახარჯული" - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
"რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა.