"სტიქიის ზონაში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა" - ალინა პოლიკოვსკას ვაჟის გარდაცვალება დადასტურდა
"ბოლოს სტიქიის ზონაში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა. ის ალინა პოლიკოვსკას შვილია. იდენტიფიცირება დნმ ანალიზით მოხდა, ანალიზის პასუხი უკვე ცნობილია" - ამის შესახებ ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს.
ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.