loader

"ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო... მხო­ლოდ ის ვიცი, რომ გა­დავ­რჩი" - ჯორჯ ბუშის თქმით, წლების წინ ევგენი პრიგოჟინმა მას სანქტ-პეტერბურგში ვახშამი მიართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო... მხო­ლოდ ის ვიცი, რომ გა­დავ­რჩი" - ჯორჯ ბუშის თქმით, წლების წინ ევგენი პრიგოჟინმა მას სანქტ-პეტერბურგში ვახშამი მიართვა

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯორჯ ბუ­შის თქმით, შო­კი­რე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა 17 წელ­ზე მეტი ხნის წინ მას ვახ­შა­მი მი­არ­თვა.

იალ­ტის ევ­რო­პუ­ლი სტრა­ტე­გი­ის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას ბუშს ჰკი­თხეს, იყო თუ არა მის­თვის "შო­კის­მომ­გვრე­ლი“ ცნო­ბე­ბი პრი­გო­ჟი­ნის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

"არა, ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი ის არის, რომ მე­ო­რე დღეს ვნა­ხე სუ­რა­თი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში G8-ის სა­მი­ტის, სა­დაც ჩანს, რომ ბიჭი, რო­მე­ლიც კერძს მა­წო­დებ­და, პრი­გოჟ­ნი იყო“, - მი­უ­გო ბუშ­მა ჟურ­ნა­ლი­ტებს.

”ის იყო პუ­ტი­ნის შეფ-მზა­რე­უ­ლი და ის იყო სუ­რათ­ზე”, - დას­ძი­ნა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და გა­ი­ღი­მა.

ბუშ­მა თქვა, რომ მას არ ახ­სოვ­და, ოდეს­მე შეხ­ვედ­რია თუ არა პრი­გო­ჟინს პი­რა­დად.

"მხო­ლოდ ის ვიცი, რომ გა­დავ­რჩი“, - დას­ძი­ნა მან.