loader

"პირველი დღე სკოლაში!" - თაკო ტაბატაძემ და გია ბაღაშვილმა მეოთხე შვილი სკოლაში პირველად ერთად გააცილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირველი დღე სკოლაში!" - თაკო ტაბატაძემ და გია ბაღაშვილმა მეოთხე შვილი სკოლაში პირველად ერთად გააცილეს

თაკო ტაბატაძეს და გია ბაღაშვილს უმცროსი ქალიშვილი ანასტასია, წელს, პირველ კლასში წავიდა. ამ მნიშვნელოვან მოვლენას დედამ და მამამ ცალ-ცალკე მიუძღვნეს პოსტები.

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, გია ბაღაშვილმა ქალიშვილს, ყვავილებიც მიართვა გასამხნევებლად. თან ფეისბუქში მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით: „საზეიმო დღე გვაქვს! ჩემი მეოთხე გოგონა, ანასტასია ბაღაშვილი დღეს პირველად წავიდა სკოლაში! სიხარული, წისვლა და წარმატებები მამიკო!“

„პირველი დღე სკოლაში! დაე, ეს იყოს იმ წარმოუდგენელი მოგზაურობის დასაწყისი, რომელიც სავსე იქნება ცოდნით, მეგობრობითა და საინტერესო აღმოჩენებით, მიყვარხარ ძალიან!“ - წერს თაკო.

თაკო ტაბატაძეს და გია ბაღაშვილს 4 საერთო შვილი ჰყავთ - ოთხივე გოგონა. მართალია, წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს, მაგრამ შვილების ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს ერთად აღნიშნავენ.