loader

"სანდრასთან შეთანხმებით გავაკეთე.... მამამისს ჩემთვის დღემდე ვერ უპატიებია მატერიალური ზიანის მიყენება" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანდრასთან შეთანხმებით გავაკეთე.... მამამისს ჩემთვის დღემდე ვერ უპატიებია მატერიალური ზიანის მიყენება" - მიხეილ სააკაშვილი

2007 წელს, სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, ხის სახლი ააშენა. ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან. გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ, - აღნიშნულ ისტორიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „სანდრას მამას მისთვის მატერიალური ზიანის მიყენება დღემდე ვერ უპატიებია“.

„მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის სახლი ააშენა. შემდეგ ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან (მგონი მინიმალური დასაცავი მანძილი 50 მ იყო).

როგორც კი ამ ამბავმა ჩემს ყურამდე მოაღწია, სანდრასთან შეთანხმებით, გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ. ხის მასალები იქვე დავაწყვეთ და სანამ მოვიკითხავდით, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრას მამასთვის, ედუარდისთვის ეს არ იყო დიდი ხარჯი, მას ჩემთვის დღემდე ვერ უპატიებია მატერიალური ზიანის მიყენება“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.