loader

“დავაკავეთ ქალბატონი, რომელმაც რეალიზაციის მიზნით სვეტიცხოვლის ეზოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები განათავსა“ - სპეცოპერაციის შოკისმომგვრელი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დავაკავეთ ქალბატონი, რომელმაც რეალიზაციის მიზნით სვეტიცხოვლის ეზოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები განათავსა“ - სპეცოპერაციის შოკისმომგვრელი დეტალები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ბოლო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 41 პირი დააკავეს, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია.

“მან ცხრა ლოკაციაზე განათავსა, სვეტიცხოვლის ეზოში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ეს ჯგუფი. ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია რამდენიმე, მაგრამ, ამ ეტაპზე, დაკავებულია სამი პირი“, - განაცხადა კუპატაძემ.