აპოკალიფსური კადრები ლიბიიდან - დაღუპული და დაკარგულია ათასობით ადამიანი, წყალმა ქალაქის ზომის დასახლებები წალეკა
ქარიშხალმა "დანიელმა" ლიბიაში დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც კაშხლები გაარღვია და რამდენიმე ქალაქში მთელი უბნები წალეკა.
მედიის ინფორმაციით, ლიბიის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ სტიქიის შედეგად 2 000-მდე ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობამ ყველაზე დიდი ნგრევა ქალაქ დერნაში გამოიწვია, სადაც ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
დერნა კატასტროფის ზონად გამოცხადდა. აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, ესამ აბუ ზერიბის განცხადებით, დერნაში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.