"1 წუთის ამბავია ზუსტად..." - თამუნა მუსერიძე
ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ბიოლოგიური მშობლების მოძებნას ისევ აგრძელებს. სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„გენეტიკურ ტესტში ახალი, საკმაოდ ახლო ნათესავი დამემატა, რომელიც ჯვარში მცხოვრებ ფიფიებს უკავშირდება. ეს მეორე ხაზია და ამ კვალს კვლავაც წალენჯიხაში მივყავარ. ჰოდა, 1 წუთის ამბავია ზუსტად. კიდევ ვინმე, აგრეთვე ძალიან ახლო ნათესავი გაიკეთებს და ადრე თუ გვიან გავალ კვალზე, მაგრამ აი, თქვენ, როდემდე უნდა დუმდეთ? როდემდე უნდა გაგიძლოთ გულმა ან გონებამ?“ - წერს მუსერიძე.