"მინდა პოზიტიური ინფორმაცია გავუზიარო ჩვენს სტუდენტებს" - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიას გაორმაგებული სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული თანხა შესაძლოა, სიმბოლური იყოს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მთავრობის მხრიდან სტუდენტების დაფასებაა. ღარიბაშვილის თქმით, დეტალები მუშავდება და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება.