თეა გოდოლაძემ პროკურატურას მიმართა - "არ შეიძლება ქალზე ძალადობის ასე მოტრიალება..."
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძე დღეს პროკურატურას საჩივრით მიმართა, რათა მისი თქმით, გამოიძიონ მის მიმართ 2021 წლის ივლისში მამა-შვილ თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობა.
22 აგვისტოს "კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. მათი ინფორმაციით, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს და თეა გოდოლაძეს 2 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება. თეა გოდოლაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი დისკრედიტაცია ხდება და შოვის ტრაგედიის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს ვერ პატიობენ.