"გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა მიეცნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში" - ლევან ხაბეიშვილი
"შოვის ტრაგედიის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა მიეცნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში... ღარიბაშვილისა და გომელაურის კისერზეა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ახალი მიგნებები უკავშირდება ასევე კობახიძე- კალაძის კორუფციულ ინტერესებს შოვში" - აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი "გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ და" სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, გამართეს.