"ყველაფერი გასაჯაროვდება და საზოგადოება ნახავს" - ირაკლი კობახიძე
პრემიერის იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე - ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხომ ხვდებით, რამხელა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. სამარცხვინოა ეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.