loader

მეწყერსაშიში ზონები თბილისში - ლაშა სუხიშვილი ასახელებს დედაქალაქში არსებულ უბნებს, სადაც საფრთხე არსებობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეწყერსაშიში ზონები თბილისში - ლაშა სუხიშვილი ასახელებს დედაქალაქში არსებულ უბნებს, სადაც საფრთხე არსებობს

"თბი­ლის­ში გა­მო­სა­ყო­ფია შემ­დე­გი რის­კის შემ­ცვე­ლი მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბი: ვე­რეს ხე­ო­ბის მარ­ჯვე­ნა ფერ­დი, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი მთაწ­მინ­დის და სო­ლო­ლა­კის ნა­წი­ლით; ვაშ­ლი­ჯვრის ფერ­დი (ლი­სის ფერ­დო­ბიც შე­დის), ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტოს ნა­წი­ლი, გლ­და­ნის ჩრდი­ლო­ე­თით გლ­და­ნუ­ლას ხე­ო­ბა, ასე­ვე, თემ­ქა­ზე ე.წ. შე­შე­ლი­ძის მე­წყე­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო და აქ­ტი­უ­რია.

თბი­ლის­ში არის კი­დევ ბევ­რი ფერ­დი, სა­დაც სხვა­დას­ხვა მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის ერ­თე­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბია" - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლაშა სუხიშვილმა "კვირის პალიტრას" განუცხადა.

მისივე თქმით, თბილისში არის წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეებიც.

"ამ ორ სტიქიას შორის ჩამოყალიბების დროშია განსხვავება. წყალდიდობის ჩამოყალიბება დღეები და კვირები გრძელდება, ­ მდინარეზე წყალი ნელ-ნელა იმატებს; ხოლო წყალმოვარდნის შემთხვევაში მდინარეში წყლის რაოდენობა საათებში ან ერთ დღეში იზრდება. ეს არის განსხვავება წყალმოვარდნა-წყალდიდობას შორის. მაგრამ თბილისში მხოლოდ მდინარეებს არა აქვს ეს პრობლემა. მაგალითად, წყალმოვარდნა შეიძლება იყოს მდინარე ვერეზე, დიღმურაზე, გლდანულაზე, ლეღვთახევზე, ვარაზისხევზეც კი. ეს ყველა მდინარეა, ზოგჯერ სეზონურიც, მაგრამ საქმე ის არის, თბილისში შემოდის ათეულობით მშრალი ხევი, ანუ ჩვეულებრივ ამინდში უწყლო ხეობაა, რომელშიც ინტენსიური წვიმის დროს ყალიბდება­ დიდი რაოდენობით წყალი, ანუ ხარჯი, და ხდება წყალმოვარდნაც" - ამბობს ლაშა სუხიშვილი.