“მამას ღვარცოფმა ხელიდან გამოსტაცა ბავშვი და გაიტაცა, მას მერე ეძებდნენ“ - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი დაღუპულ არასრულწლოვანზე?
სოფელ ჯუმათში ნაპოვნი გარდაცვლილი არასრულწლოვანი თორნიკე ჩხარტიშვილია. ის ჯუმათის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე იყო.
როგორც გარდაცვლილის მამის მეგობარი AMBEBI.GE-ს ეუბნება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჩხარტიშვილების ოჯახში მეწყერი ჩამოწვა და ისინი საშველად მეზობლის სახლში გადადიოდნენ.
"ჩემი მეგობრის შვილია. საშინელება ტრიალებს, საუბარი არ შემიძლია, ვერც ვერავის ვუკავშირდები. ერთი, რაც ვიცი, ის არის, რომ მათი სახლი დგას ველის პირას, ჩამოწვა მეწყერი მათ სახლთან და გამოდიოდნენ სახლიდან, მეზობლის სახლში გადადიოდნენ. მეზობლის სახლი უფრო მაღლობზე დგას და ამ დროს მამას ღვარცოფმა ხელიდან გამოსტაცა ბავშვი და გაიტაცა. მას მერე ეძებდნენ და დღეს იპოვეს ბავშვი გარდაცვლილი... ვრცლად იხილეთ AMBEBI.GE