loader

"მგონი, ყველაფერი ჩაიწვა" - კადრები გურჯაანის სოფელ ვეჯინიდან, სადაც მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მგონი, ყველაფერი ჩაიწვა" - კადრები გურჯაანის სოფელ ვეჯინიდან, სადაც მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 35 წლის თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კოლა გაბიტაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის დროს სრულად განადგურებულია სახლის ორივე სართული.

ადგილობრივების თქმით, ხმა გაიგეს, თუმცა გარეთ გასულებს სახლი უკვე ცეცხლის ალში დახვდათ.

უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი სოფელში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა სანადირო თოფით 35 წლის თანასოფლელი ბექა ჯანიაშვილი მოკლა, ადგილობრივებს ამის თქმა უჭირთ.

ვიდეო: "მთავარი არხი"