loader

"ეს იმ­ხე­ლა შოკი იყო დე­დის­თვის, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ამ­ბის გა­გე­ბის­თა­ნა­ვე, კო­მა­ში ჩა­ვარ­და, ის სას­წრა­ფოდ სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ახ­ლაც იქაა..." - რას ჰყვება 3 წლის ბავშვის დაღუპვაზე ოჯახის ახლობელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს იმ­ხე­ლა შოკი იყო დე­დის­თვის, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ამ­ბის გა­გე­ბის­თა­ნა­ვე, კო­მა­ში ჩა­ვარ­და, ის სას­წრა­ფოდ სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ახ­ლაც იქაა..." - რას ჰყვება 3 წლის ბავშვის დაღუპვაზე ოჯახის ახლობელი?

3 წლის ან­დრია ყიფ­ში­ძე, რო­მე­ლიც გუ­შინ მდი­ნა­რე ენ­გურ­ში ჩა­ვარ­და, სამ­წუ­ხა­როდ, ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მცი­რე­წლოვ­ნის გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. მას თავი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ანაკ­ლი­ა­ში გუ­შინ, 6 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში დატ­რი­ალ­და, ბავ­შვი მდი­ნა­რე ენ­გურ­ში ჩა­ვარ­და. წყლი­დან მალე ამო­იყ­ვა­ნეს, პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, გული გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და და ამუ­შა­ვე­ბაც მო­ხერ­ხდა, სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­შიც გა­და­იყ­ვა­ნეს, მერე იქი­დან ბა­თუმ­ში, დე­და­თა და ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ ექი­მებ­მა ვე­ღარ იხ­სნეს მისი სი­ცო­ცხლე.

"ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი პა­ტა­რა ან­დრია ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან იყო წა­სუ­ლი. იქ მათი ეზოს უკან ჩა­ე­დი­ნე­ბა თურ­მე ენ­გუ­რი. რო­გორც მი­თხრეს, ეზო შე­მო­ღო­ბი­ლი არ ყო­ფი­ლა. ეზო­ში თა­მა­შობ­და ბავ­შვი და წყალ­შია ჩა­ვარ­დნი­ლი. უცებ ამო­უყ­ვა­ნი­ათ, გა­უ­წე­ვი­ათ დახ­მა­რე­ბა, მერე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს ბა­თუმ­ში, მაგ­რამ ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. გარ­და­იც­ვა­ლა ბავ­შვი.

სა­ცო­და­ო­ბა ტრი­ა­ლებს, ლა­მის გავ­გიჟ­დე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა. და­ჯე­რე­ბაც არ მინ­და ამ ამ­ბის. არ ვიცი, რო­გორ უნდა ვა­ნუ­გე­შო, რა ვუ­თხრა მის მშობ­ლებს. სა­წყა­ლი დედა, მო­ნი­კა ელო­დე­ბო­და, რო­დის ეტყოდ­ნენ, ბავ­შვი უკე­თე­სად არი­სო და უცებ ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ. ეს იმ­ხე­ლა შოკი იყო დე­დის­თვის, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ამ­ბის გა­გე­ბის­თა­ნა­ვე, კო­მა­ში ჩა­ვარ­და. ის სას­წრა­ფოდ სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ახ­ლაც იქაა...

ვრცლად: https://kvirispalitra.ge/article/107469-bebia-babuastan-iqo-bavshvi-qvelaperi-camebshi-datrialda-mdinare-engurshi-chavarda-ras-hqveba-3-clis-bavshvis-dagupvaze-ojaxis-axlobeli/