loader

"მე ჩარტერით ევროპაში ვერ წავალ, თუ არ მომეხმარა ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ეს საშუალება, რომელზეც თქვენ ილაპარაკებთ სამი კვირა" - მამუკა მდინარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ჩარტერით ევროპაში ვერ წავალ, თუ არ მომეხმარა ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ეს საშუალება, რომელზეც თქვენ ილაპარაკებთ სამი კვირა" - მამუკა მდინარაძე

ღარიბაშვილი თავის ოჯახის შემოსავლებით და ხარჯებით გაფრინდა ჩარტერით ევროპაში შვილთან ერთად. იქიდან - ჩვეულებრივი, კომერციული რეისით აშშ-ში. რა დაჯდა ჩარტერი, არ არის არც თქვენი და არც არავის საქმე - მაშინაა თქვენი საქმე, როცა დეკლარაციაში ჩაიწერება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ვერ აიტანეს, რომ ღარიბაშვილის შვილმა პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც მსოფლიოში რეიტინგით პირველია.