მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს - არსებული ინფორმაციით, მდინარეში ბავშვი ჩავარდა
თბილისში, ავჭალის ტერიტორიაზე, მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მდინარეში ბავშვს ეძებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველები სამძებრო სამუშაოებს მდინარეში რამდენიმე საათია აწარმოებენ.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.