loader

“რიკოთზე ქვათაცვენაში მოვყევი… იმხელა ლოდის ნატეხი მოხვდა საბურავს, რომ რკინის დისკი 7 სანტიმეტრით მაინც გაიღუნა“ - ოთო ნემსაძე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რიკოთზე ქვათაცვენაში მოვყევი… იმხელა ლოდის ნატეხი მოხვდა საბურავს, რომ რკინის დისკი 7 სანტიმეტრით მაინც გაიღუნა“ - ოთო ნემსაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ოთო ნემსაძე მიმართვას ავრცელებს:

“მინდა, რომ ყველა გაგაფრთხილოთ!

გუშინწინ რიკოთზე ქვათაცვენაში მოვყევი… გადავრჩი, უბრალოდ მანქანა გავაფუჭე, იმხელა ლოდის ნატეხი მოხვდა საბურავს, რომ რკინის დისკი 7 სანტიმეტრით მაინც გაიღუნა. მანქანას არ ვჩივი, უბრალოდ, ძალიან ყურადღებით იყავით.

დავრეკე, სადაც საჭირო იყო და ძალიან მალე მივიდნენ ადგილზე ბიჭები სანახავად. ძალიან ყურადღებით იყავით.

edit: არ ვიცი, რამდენად ბევრი ჩამოვარდა, ჩემს შემთხვევაში ერთი დიდი ნატეხი და ბევრი წვრილი ქვა იყო“.