loader

თუ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ხართ ჩართული, ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ - ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის ერთიანად აღება და რა შემთხვევაში ჩაგერიცხებათ თანხა სრულად? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ხართ ჩართული, ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ - ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის ერთიანად აღება და რა შემთხვევაში ჩაგერიცხებათ თანხა სრულად?

ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის ერთიანად აღება და რა შემთხვევაში ჩაგერიცხებათ თანხა სრულად?

· შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი საპენსიო სქემაში ერთვება და ზოგავს თანხას სასურველ ვადამდე. მას შემდეგ, როცა გადაწყვეტს თანხით სარგებლობას, მას შეუძლია ერთიანად გაიტანოს თანხა დაქვითვის გარეშე.

· უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასულ ადამიანს უფლება აქვს, ვადაზე ადრე გაიტანოს დაგროვებითი პენსია. ამ შემთხვევაში მის დაგროვილ დანაზოგს სახელმწიფოს მიერ დარიცხული 2% აკლდება და კანონის თანახმად, თანხა იბეგრება 20%-ით. მხოლოდ დარჩენილი თანხის გატანას შეძლებს მოქალაქე.

· საპენსიო დანაზოგი მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის კანონიერ მემკვიდრეს/მემკვიდრეებს გადაეცემა, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ქონება. მას შეუძლია, ან ერთიანად ისარგებლოს დანაზოგით, ან გადაიტანოს თანხა საკუთარ საპენსიო ანგარიშზე და გააგრძელოს დაგროვება.