"საქართველოში სანამ წამოვიდოდა, ველაპარაკე და მითხრა, რაღაც გული მაქვს დამძიმებული, ასე არასდროს მქონიაო და ვფიქრობ, ხომ არ დავრჩეო" - ზაზა მესხის უცნაური წინათგრძნობა და ბედისწერა, რას იხსენებს ზაზა მესხის და?
ჟურნალი "სარკე" შოვში დაღუპული ზაზა მესხის დის, მაია მესხის ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც ის ამბობს, ზაზა მესხს საქართველოში წამოსვლა არ უნდოდა.
"საქართველოში სანამ წამოვიდოდა, 17 თუ 18 ივლისს, "სკაიპით" ველაპარაკე და მაშინ მითხრა, რაღაც გული მაქვს დამძიმებული, საქართველოში წამოსვლის დროს ასე არასდროს მქონია და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ხომ არ დავრჩე და არ წამოვიდეო.
ვუთხარი, შარშან და შარშანწინაც ვერ ჩამოხვედი კოვიდპანდემიის გამო და დედა ისე გელოდება-მეთქი. ჰო, დედა ჩემი სადარდებელია, როგორ მოხუცდაო… წინათგრძნობა ჰქონდა. მითხრა, მერე დედა ნეტავ როგორ იქნებაო და ახლა რომ ვფიქრობ, მგონი, გრძნობდა, რაღაც ელოდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა უმისოდ.
რაღაცით შეძრული აშკარად... ჩემი ბიძაშვილისთვის უთქვამს, თვითმფრინავში რომ შევედი, ცივმა ოფლმა დამასხა და კანკალი ამივარდაო. ჩვენს ბიძაშვილს უკითხავს, კი მაგრამ, რა დაგემართა, პირველად ხომ არ ჯდებოდი თვითმფრინავშიო…" - ამბობს მაია მესხი.