"არ მომერიდება ამ სიტყვის თქმის, მაგრამ..." - ვარლამ გოლეთიანი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება
"რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი ნამახვანჰესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
"ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 2024 წლის ახალ ბიუჯეტზე. გვექნება საინტერესო ინიციატივები, ახალი პროექტები გვექნება დაგეგმილი, მსხვილი პროექტების დაწყებაა დაგეგმილი, როგორიცაა ანაკლიის პორტის პროექტი, ახალი აეროპორტის პროექტირება და მშენებლობა გვინდა დავიწყოთ; დიდი პროექტების ჰესების მშენებლობა ჩვენი თანამონაწილეობით გვინდა დავიწყოთ, როგორიცაა ხუდონი, ნამახვანზე მიდის მუშაობა, ნენსკრაზე გავედით ბოლოში და მემორანდუმი გაფორმებულია. ველოდებით, რომ სამუშაოები ადგილზე წლის ბოლოს, მაქსიმუმ 2024 წელს განახლდება. ესაა ჩვენი გეგმა. მას სჭირდება შენარჩუნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.