"მოკლედ ვიტყვი, მე გიორგის დაგმობას და განქიქებას არ ვაპირებ..." - რას ამბობს ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას განცხადებაზე?
გუშინ "მთავარი არხის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ, ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, საკუთარ არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გაბუნიამ ისაუბრა ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ტელევიზიაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე, ასევე შეეხო პოლიტიკურ პარტიებს და "ნაციონალურ მოძრაობას "ვაი-ვუი“ უწოდა.
გაბუნია ასევე განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და როდესაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ენმ-ის დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, ისინი ამ სიახლეს ტაშით შეხვდნენ.
წყარო: "მთავარი არხი"