"ის, რაც გუშინ გიორგი გაბუნიამ ამ არხის ეთერში, დირექტორის რანგში ილაპარაკა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის" - რას ამბობს ეკა კვესიტაძე გიორგი გაბუნიას განცხადებაზე?
გუშინ "მთავარი არხის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ, ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, საკუთარ არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გაბუნიამ ისაუბრა ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ტელევიზიაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე, ასევე შეეხო პოლიტიკურ პარტიებს და "ნაციონალურ მოძრაობას" "ვაი-ვუი“ უწოდა.
გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და როდესაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ენმ-ის დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, ისინი ამ სიახლეს ტაშით შეხვდნენ.
წყარო: "მთავარი არხი"