loader

"ახლა მასზე ნიშნის მოგებით საუბარი არის ფარისევლობა და მეტი არაფერი - ის, რომ ეს აღიარა, არის კარგი და დასაფასებელი" - რას წერს გია ხუხაშვილი გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა მასზე ნიშნის მოგებით საუბარი არის ფარისევლობა და მეტი არაფერი - ის, რომ ეს აღიარა, არის კარგი და დასაფასებელი" - რას წერს გია ხუხაშვილი გიორგი გაბუნიას განცხადებაზე

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტორ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა პარ­ტი­უ­ლი გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა და რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ენმ-ის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა აღარ მო­უ­წევ­დათ, ისი­ნი ამ სი­ახ­ლეს ტა­შით შეხ­ვდნენ.

გა­ბუ­ნი­ამ ასე­ვე ნიკა მე­ლი­ა­სა და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რებ­ზე ისა­უბ­რა. დი­რექ­ტო­რის თქმით, მე­ლი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი გაფ­ლან­გა, ხა­ბე­იშ­ვილს კი სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ აღიქ­ვამს...

"ორი სიტყვა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე: მას არაფერი უთქვამს ისეთი, რაც არ ვიცოდით. შესაბამისად, ახლა მასზე ნიშნის მოგებით საუბარი არის ფარისევლობა და მეტი არაფერი. ის, რომ ეს აღიარა, არის კარგი და დასაფასებელი. წინ უნდა ვიყუროთ და თუ ეს ტელევიზია ახლა მოემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და არა ვიწრო პოლიტიკურს ან კლანურს, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ხვალ თუ "იმედიც" იმავეს გააკეთებს (იმდენი არ არის ჩემი მტერი), იმასაც მივესალმები…"