loader

"გადაიხადე კომუნალურები და დაიბრუნე 50% უკან მომენტალურად" - რას ამბობენ სემეკში sms შეტყობინებაზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა მიიღეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადაიხადე კომუნალურები და დაიბრუნე 50% უკან მომენტალურად" - რას ამბობენ სემეკში sms შეტყობინებაზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა მიიღეს?

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა sms შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ.

snapshot-0-1693917589.png

სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტთაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები.

„კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა.

მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. მონაცემები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შესასწავლად“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.