Elite Model Look Georgia 2023-ში მონაწილეობის მისაღებად სამოდელო სააგენტო IC Model Management -ი კასტინგს აცხადებს
კომპანია ”IC Model Management”-ი 2007 წლიდან გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული, პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსის, “Elite Model Look”-ის წარმომადგენელი, ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი და “Elite Model Look Georgia”-ს ორგანიზატორი საქართველოში.
“Elite Model Look”-მა აღმოაჩინა მსოფლიოში ისეთი ცნობილი ტოპ-მოდელები, როგორებიც არიან: ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი და სხვები.
პროექტი “Elite Model Look Georgia” უკვე მე-15-ედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში და საუბილეო კონკურსი მიზნად ისახავს ახალი სახეების აღმოჩენას, მათ მომზადებას და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.
23 სექტემბერს, 12 საათზე, სააგენტოში „აი სი მოდელ მენეჯმენტი“ გაიმართება ღია კასტინგი!
მისამართი: ნიკო ნიკოლაძის 6, მე-2 სართული (ფილარმონიასთან, ვერის ბაღის წინ). https://www.google.ge/maps/place/6+Niko+Nikoladze+St,
სამოდელო სააგენტო IC Model Management-ი გიწვევთ საერთაშორისო სამოდელო კონკურსში Elite Model Look Georgia 2023 მონაწილეობის მისაღებად! მიიღეთ მონაწილეობა, გახდით ახალი აღმოჩენა და გაემგზავრეთ საერთაშორისო კონკურსზე. https://www.instagram.com/reel/Cvbr2RvNUqJ/?igshid=MzRlODBiNWFlZA
საერთაშორისო სამოდელო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
გოგონებს: 14 წლიდან, მინიმალური სიმაღლე 170 სმ-დან
ვაჟებს: 14 წლიდან, მინიმალური სიმაღლე 180 სმ-დან
ონლაინრეგისტრაციის გასავლელად უნდა გადახვიდეთ ბმულზე ბიოში და დარეგისტრირდეთ: https://linkin.bio/elitemodellook
ან გააგზავნეთ მონაცემები e-mail-ზე: info@elitemodellook.com, სადაც უნდა მიუთითოთ: სახელი, გვარი, ასაკი, სიმაღლე, ქალაქი, საკონტაქტო ნომერი და ატვირთოთ 3 ფოტოსურათი.
ან 4 სექტემბრიდან ეწვიეთ სააგენტოს სამუშაო დღეებში ორშაბათი-პარასკევი 12:00-18:00 საათამდე მისამართზე: თბილისი, ნ. ნიკოლაძის N6, მე-2 სართული, ვერის ბაღთან, ფილარმონიის წინ) https://www.google.ge/maps/place/6+Niko+Nikoladze+St,+
+995 579775575
R