"ერთადერთი აზრიანი ლოგიკა არის ის, რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის გამოშვებას აპირებს და ეს უნდათ სალომე ზურაბიშვილს "შეაზილონ" - იაგო ხვიჩია
ერთადერთი აზრიანი ლოგიკა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის გამოშვებას აპირებს და ეს უნდათ სალომე ზურაბიშვილს „შეაზილონ“ და ეს კონცერტი მოაწყონ, რაც ახლა ხდება მიშას გამოსაშვებად, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი შეაფასა.
როგორც ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ეს თემა „უდიდესი სიბრიყვეა“ ან მიხეილ სააკაშვილის გაშვების გზა.
„თუ ასე მოხდა, ე.ი. „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების გზა მოიფიქრა და უნდათ, რომ ეს სალომე ზურაბიშვილს „შეაზილონ“.